09:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 23:34:06, 690 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - კაცს რომ ახლობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?

„კაცს რომ ახლობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ნახევარი პირბადეს არ ატარებს.

„ჩვენ შეიძლება ყველაფერზე ვილაპარაკოთ, რომ საინფორმაციო კამპანიაა გასაძლიერებელი.

კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, ახლობელი მოუკვდება, ნათესავი რომ მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა იმას, „რომ ნიღაბი გაიკეთე, ძალიან გთხოვ?“ რამდენჯერ უნდა ვუთხრა? ყველგან, ტელევიზორს ჩართავთ თუ რადიო იქნება, ყველგან ხო ერთი და იგივეს ვამბობთ? გამოდიან ჩემი კოლეგები და ამას ამბობენ.

ჩვენი საზოგადოების ნახევარი არ ატარებს პირბადეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics