19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 16:40:57, 779 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა რუსეთს სახელმწიფო ვალზე სანქციები დაუწესა - ვაშინგტონი 10 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის სახელმწიფო ვალზე ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმოასრლებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს შემდეგს: 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ შეიძინონ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნლი სიმდიდრის ფონდის მიერ გაცემული ახალი რუსული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები ასევე გააძევებს ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს.

ამასთანავე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის, სანქციები უწესდება 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ექვს რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც „მხარს უჭერენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების კიბერპროგრამას“ სანქციებს უწესებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics