00:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 15:32:02, 2192 ნახვა

სამართალი
ნიკა მელია მოსამართლეს - თუ ჩემი თვითმიზანი ციხეში ყოფნაა, გააღეთ კარები როგორც მოკეტეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქმის პროკურორი ახმოვანებს იმას, რასაც უწერენ.

დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიამ მოსამართლეს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ციხის მიღმა ბევრად ეფექტურია.

„პროკურორი საუბრობს, რომ ჩემი თურმე თვითმიზანი ყოფილა, უფრო სწორად უწერენ და ამას ახმოვანებს, რომ ჩემი თვითმიზანი არის პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როცა თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა, თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში.

ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს, ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24-საათიანი რაღაც საკონტროლო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება? რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისთვის თვითმიზანი? დავუშვათ, ეს თუ ჩემი თვითმიზანია, გააღეთ კარები, როგორც მოკეტეთ, ციხის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics