15:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 20:41:39, 846 ნახვა

რეგიონი
შუახევში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ გორში სასკოლო მზაობის აღსაზრდელებისთვის ალტერნატიული ჯგუფი გახსნა

შუახევში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, სოფელ გორში სასკოლო მზაობის აღსაზრდელებისთვის ალტერნატიული ჯგუფი გახსნა.

გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამავე სოფლის საჯარო სკოლაშია განთავსებული და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის. დაცულია სამედიცინო პროტოკოლი.

გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე.

შუახევში დღეის მდგომარეობით  13  საბავშვო ბაღი   და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics