18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 23:28:14, 1188 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარები - ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება

„ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა პარლამენტმა უნდა დააყენოს საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი.

„მას მერე რაც პოლიტიკური პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებისამებრ გაგრძელდება.

განსაკუთრებით ევროპული პარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

მარინა კალჯურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;

ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;

სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;

მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;

პეტრას აუსტრევიციუსი (ლიეტუვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics