|
2021-04-01 18:00:22, 953 ნახვა
რეგიონი
ახალგაზრდობის სააგენტომ, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის მიმართულების ფარგლებში, რიგით მე-12 შეხვედრა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა
ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და ნაბიჯები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გადაიდგა. შეხვედრას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა ჩატარდა, რაც მოიცავს ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლას, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. სწორედ აღნიშულ კვლევას ეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. შეხვედრა სტარტეგიის დოკუმენტზე ორდღიანი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომელსაც ახალგაზროდობის სააგენტოს მოწვეული ექსპერტი წარუძღვება. მასში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უშუალოდ ახალაგზრდები იქნებიან ჩართულნი. გარდა ამისა, რეფორმის ხსნებული მიმართულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურის ორი წარმომადგენელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების 4 ეტაპიან კურსს გადის. სააგენტოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით ადგილზე მოხდა არსებული ახალგაზრდული საბჭოს განახლება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)