|
2015-01-31 09:27:54, 1127 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში წინსვლაა
„იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში წინსვლაა“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცახდა. "ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯონ", - განაცხადა შოთაძემ. შოთაძის თქმით, ნებისმიერმა გამომძიებელმა თუ პროკურორმა მის ხელთ არსებული საგამოძეიბო რესურსი, ტექნიკა და ტაქტიკა უნდა მიმართოს იმისკენ, რომ საქმე გაიხსნას. „რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი საქმეები, რომლებიც ვერ იხსნება გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო. არის ასეთი რაღაცეებიც, რომ საქმეები გაუხსნელი იყო. ვიცით ბევრი რეზონანსული საქმე. მე იმას ვგულისხმობდი, რომ ეს საქმე საწყის ეტაპზეა. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მე პირადად და იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია ჩართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ",-აღნიშნა შოთაძემ. შოთაძის თქმით, 11 დღის განმავლობაში გამომძიებელები არცერთი დღე არ გაჩერებულან და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. „ამ ეტაპზე მე დეტალურად არ შემიძლია იმაზე თუ რა არის საქმეში მოპოვებული და რა ვერსიებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება.შესაბამისად მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა შოთაძემ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)