02:23 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 12:52:02, 815 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც უნდობლობა გამოიწვია ვაქცინაციასთან მიმართებაში

ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან მიმართებაში ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა სამედიცინო პერსონალის აქტივობას აქვს.

„ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი და ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ამ ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად ახლა მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ისევ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება ისევ სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება, და არ ენდობა ვაქცინაციას ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics