15:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 17:30:23, 750 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი, 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას, ქვეყნის მასშტაბით, 1-ელ ივნისამდე არ ამოქმედდება. ამასთანავე, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის პერიოდში, 20 მარტის 00:00 საათიდან 29 მარტის 06:00 საათმდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი, შემთხვევათა რიცხვი 933-ს შეადგენდა. 

აზერბაიჯანში ასევე კორონავირუსის ახალი, ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევაა დაფიქსირებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics