07:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 14:10:06, 583 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას იღებს

„რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას იღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ტონალობა შეხვედრის შემდეგ მისასალმებელია.

„მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან და მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომელსაც ისინი ატარებენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

მაგრამ შეხვედრა გამოაჩენს, არის ეს რიტორიკა სიტყვები სიტყვებისთვის, თუ ეს რიტორიკა გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისის და კონკრეტული შეთანხმებისთვის.

ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა და ეს განცხადებები ასახული იქნება მათ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს.

ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

ასე რომ, ძალიან სწრაფად, სულ რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics