19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 13:08:39, 881 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სანიმუშო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, აშშ-ის მხარდამხარ კვლავ განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს. 2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობაზე, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაზე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics