21:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 12:30:27, 518 ნახვა

ეკონომიკა
„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი" განახორციელებს - პროექტის მხარდამჭერია „თიბისი“

საცხოვრებელ კომპლექს "კრწანისი ვილა რეზიდენსსა" და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს" შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი" განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიბისი.

ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი" მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება.  საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

გამოწვევებით სავსე პერიოდში თიბისისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის შეუფერხებლად განვითარება. სამშენებლო და დეველოპერული მიმართულება კვლავ ერთი-ერთ პრიორიტეტად რჩება, სადაც თიბისის ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს. თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics