12:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 10:46:02, 577 ნახვა

კომენტარი
DRI - ახალგორში შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ პოლიტიკას საჭიროებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ახალგორში შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ პოლიტიკას საჭიროებს.

DRI-შ აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა მათთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს.

„შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ, არაორდინალურ პოლიტიკას საჭიროებს. მან უნდა განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, ცხინვალის ხელისუფლებაზე და მოსკოვზე ზეწოლის მიზნით. პარალელურად, საქართველოს მთავრობას მართებს, დროულად შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი; რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა (მაგალითად, სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა, მედიკამენტებისა და საკვების დროული შეტანის მექანიზმის შემუშავება და ა.შ.)“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics