12:05 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 13:21:42, 551 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რუსული ვაქცინა პოლიტიკურად მიუღებელია, კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო უარს იტყვის

რუსული ვაქცინა პოლიტიკურად მიუღებელია, კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო უარს იტყვის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის მისაღებად, თუმცა წინააღმდეგობის გამო, ხელისუფლებამ ისმინა საზოგადოების აზრი და უარი თქვა მასზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიეთ სტაბილიზაციას და გაზაფხულ-ზაფხულის შემდეგ ყველაზე უკეთეს ეპიდსიტუაციას და ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს ვაქინის შემოტანით და საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, ჩვენ ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რუსულს არც ვახსენებ, იმიტომ რომ რუსული ვაქცინა არც ნდობას ისახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქციცნა კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე მაინც უარს იტყვის საქართველო, ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, კატეგორიულად ამბობდნენ და ხალხს ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შეთხვევაში დაუშვეს ჩინური ვაქინის შემოტანას და გვინდა ყველაზე კარგი ვაქცინის შემოტანა. ისმინა ხელმძღვანელობა მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა, ახლა ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ევროპულ ვაქცინებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics