13:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 22:24:00, 705 ნახვა

კომენტარი
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს

„საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს მის გზაზე.

„100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, 30 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ის.

დღეს მას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს.

ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს მის გზაზე.

დიალოგი საზოგადოებაში აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის“, - წერს გიტანას ნაუსედა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics