|
2021-02-25 14:11:51, 616 ნახვა
კომენტარი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიზე თავდასხმას ეხმაურებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. ქარტიაში აცხადებენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ვახო სანაიას განცხადებით, აგრესია მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ გაჩნდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა“, - განაცხადეს ქარტიაში.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)