06:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 10:33:20, 675 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, ოთხი რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, სანქციები რუსეთის საგამოძიები კომიტეტის ხელმძღვანელს, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე გენერალურ პროკურორსა და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს დაუწესდებათ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები სანქციების დაწესებაში მოიზარებენ ფინანსური აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას. 

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ევროკავშირი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics