19:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 10:32:50, 1051 ნახვა

სამხედრო
1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები კოჯორში შეკრებილ სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ჯარისა და სახალხო გვარდიის ის მებრძოლები გაიხსენეს, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

მემორიალთან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე, ორგანიზაცია „აისის“ წევრები იმყოფებოდნენ. კოჯორში შეკრებილ საზოგადოებას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს.

„თბილისის დამცველთა დღე“ ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics