05:05 - 28 Jun, 2026
|
2021-02-20 19:03:54, 1251 ნახვა
მსოფლიო
კომპანია Johnson & Johnson-მა ჯანმო-ს ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა
კომპანია Johnson & Johnson-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. დამტკიცების შემთხვევაში, Johnson & Johnson-ი ვაქცინას COVAX-ის პროგრამას მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ 4 მილიარდი დოლარი გამოყო. ცნობისთვის, ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ BioNTech/Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)