02:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 12:38:49, 687 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: უნდა აშენდეს ახალი ენერგოობიექტები, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, მსხვილი ჰესების მშენებლობა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად, ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეტავატი და აქედან 70%, ანუ 3100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში. ნათია თურნავას განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც მოსახლეობასთან კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე, რომ გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგეს და რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს", - აღნიშნა  ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics