|
2015-10-03 21:42:48, 648 ნახვა
საზოგადოება
ლევან კობიაშვილის გამარჯვებას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან კობიაშვილის კანდიდატურის გამარჯვებას სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან შეკრებილი გულშემატკივრები შეძახილებით და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ისინი კობიაშვილთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ედო ბადალაშვილმა განუცხადა, კობიაშვილის გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის წინსვლის მომასწავებელია. „პროგრამა ნანახი მაქვს და კობიაშვილის მმართველობის პერიოდში ყურადღება მიექცევა ახალგაზრდული ეროვნული, ნაკრების განვითრებას“,-განაცხადა ბადალაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია. შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით დაიწყო. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო. არჩევნების დაწყების პროცესი ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების გამო შეფერხდა, რომელიც გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სასამართლომ დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. არჩევნების მიმდინარეობას სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არჩევნებს დაესწრო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც, რომელიც მიწვეულ პირთა სიაში არ იყო. როგორც მოგვიანებით კალაძემ განმარტა, „ჰოლიდეი ინნ“-ში მისი მისვლის მიზეზი უეფას ვიცე პრეზიდენტთან გრიგორი სურკისთან შეხვედრა იყო. ფეხბურთის პრეზიდენტის თანადებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზვიად სიჭინავა იკავებდა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)