|
2021-01-26 15:28:02, 705 ნახვა
სამართალი
შსს-მ ე.წ კომენდატის საათის დარღვევისთვის 4 აქტივისტი დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენდატის საათის დარღვევისას აქციაში მონაწილე 11 აქტივისტიდან ოთხი 2 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. დანარჩენები გადაწყვეტილებას ელოდებიან. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, ლაშა ხუსკივაძემ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ისინი კომენდატის საათის დარღვევას კვლავ აპირებენ. „სამინისტროში დაგვახვედრეს გამზადებული ოქმები რის შედეგადაც მოხდა ჩვენი დაჯარიმება 2 000 ლარით. ჩვენ არ ვთვლით ამ ჯარიმას კანონიერად. ეს არის უკანონო შეზღუდვები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმების გადახდა, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ კომენდატის საათს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ კიდევ ერთხელ დავარღვევთ კომენდატის საათს და შსს იძულებული იქნება მთელი მსოფლიოს დასანახად თავი მოიჭრა და სამოქალაქო აქტივისტები დააკავოს“, - განაცხადა ხუსკივაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)