20:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 12:57:03, 4002 ნახვა

ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მისივე მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 56 ქვეყანაში აღირიცხა და საშუალოდ დღეში დაახლოებით 3,21 მილიონი დოზა იყო.

მხოლოდ აშშ-ში, სადაც ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო, აცრილთა რაოდენობა 21.1 მილიონს აღწევს - მედიკოსთა დიდმა ნაწილმა პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო.

ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ში დღეში საშუალოდ 1,06 მილიონი დოზა გამოიყენებოდა.

რაც შეეხება ვაქცინაციის სისწრაფეს (ყოველ 100 მოსახლეზე გაანგარიშებით), ამ მხრივ კვლავ ისრაელი ლიდერობს, სადაც, 23 იანვრის მონაცემებით, აცრილთა რიცხვი 3.4 მილიონია. მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ბაჰრეინი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა, 71 მილიონი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics