10:23 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:50:43, 760 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 103,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

მათივე ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„1 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 5 875 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 52 ათას ტონამდე, საფერავი - 38,2 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,4 ათასი ტონა  კახური მწვანე და 11 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 23,2 ათასი ტონა, ყვარელი - 19 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 6 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge”, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics