06:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 16:34:28, 573 ნახვა

მსოფლიო
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება არ განხორციელდება.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიღო.

მოსამართლემ ექსტრადირებაზე უარის თქმის მიზეზად ასანჟის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითმკვლელობის მცდელობა დაასახელა.

ცნობისთვის, 49 წლის ჯულიან ასანჟი 2010-2011 წლებში ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო იძებნებოდა. როგორც „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი აცხადებს, მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული განაჩენი გაასაჩივროს, რისთვისაც მათ 14-დღიანი ვადა აქვთ. შეერთებულ შტატებში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯულიან ასანჟს 175- წლიანი პატიმრობა ელის.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics