|
2020-12-20 11:26:56, 604 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვედანაყოფის - ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად მონაწილოებდნენ. გვარდიელები ჩართულები არიან ასევე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. ამჟამად, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას ახორციელებს. საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფოების შიდა გვარდიებთან, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)