2015-09-29 15:46:32, 586 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ავღანეთში დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული მებრძოლის - ვასილ ყულჯანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ქედს ვიხრით ასეთი გმირების წინაშე. ძალიან მძიმეა თითოეული ვაჟკაცის დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან