2015-09-29 10:59:28, 611 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს რუსთავის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს.
IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში ახლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ.
შეგახსენებთ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან