22:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 11:23:13, 1169 ნახვა

მსოფლიო
მინსკში საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტები მასობრივი შეკრების შესახებ წესების დარღვევისთვის დააკავეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მას შემდეგ, რაც მინსკის ცენტრში მასობრივი დაკავებები დაიწყო, აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრში აღარ იკრიბებიან. აქტივისტები საპროტესტო აქციებს ეზოებში და რეგიონალურ ცენტრებში მართავენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აქციებზე დააკავეს ინტერფაქს დასავლეთის კორესპონდენტი და ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტირებული რუსული სააგენტოს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტი, თუმცა ამ დროისთვის, ორივე მათგანი თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში რამდენიმე თვეა ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics