2020-12-05 11:26:47, 1165 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 116 პირის მდგომარეობა მძიმეა, 395 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 116 პირის მდგომარეობა მძიმეა, 395 კი მართვით სუნთქვაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 521, აჭარაში - 154, იმერეთში - 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 - თბილისში, 2 004 - აჭარაში, 424 - იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან