09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 18:32:39, 929 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა

„ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფასებს ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას.

„ერთი კვირა გვაშორებს იქამდე, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, თუმცა ამას დრო გვაჩვენებს. უწყვეტად ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად მეტ პროგრესს მივაღწიოთ და ვიპოვოთ გამოსავალი.

ბოლო 24 საათია, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარეს. ისინი ცდილობენ იმ პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ დისკუსიას უფრო მეტად წაწევს წინ, საერთო პლატფორმისკენ. ეს არის ის რასაც ველით. ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმება გამოიძებნოს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოთქმულ პრობლემებს გადაჭრის და ამავდროულად დავრწმუნდეთ რომ ქვეყანა შეძლებს კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს.

ჩვენ, როგორც შუამავლები, ისევ პარტიების განკარგულებაში ვართ და ვნახავთ, მომდევნო დღეებში ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემთვის და ჩემი ამერიკელი კოლეგისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმის მოსმენა, თუ რა შეთავაზება აქვთ. ჩვენ მოვუსმენთ და გვექნება დისკუსია ამის საფუძველზე. ვნახავთ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ვაფასებ ოპოზიციის აქტიურ ერთობლივ თანამშრომლობას, რომელიც, ვიმედოვნებ, განსხვავებული პოზიციების დაახლოებისკენ არის მიმართული”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics