2020-12-04 00:35:37, 1212 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცავძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ორჯერ ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"დღეს ზოგიერთ კოვიდგადატანილს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი, ზოგს არ უვითარდება. გვქონია შემთხვევა, როდესაც კოვიდგადატანილს არ აქვს ანტისხეულები და, შეიძლება, მეორედ დაემართოს. შეიძლება კი არა, დაემართა ყოფილ პაციენტს. იშვიათად, ერთეული, მაგრამ ყოფილა ორჯერ ინფიცირების შემთხვევა. ხშირად ამბობენ, რომ დაემართათ და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა რამე დაემართათ - დადასტურებული იყო 3...", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან