2015-09-27 14:00:57, 593 ნახვა
საზოგადოება
მორაგბეებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 25 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული თამაში ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მიუძღვნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე, არგენტინასთან ასპარეზობის დროს, ბორჯღალოსნებს მარჯვენა მკლავზე შავი ლენტები ჰქონდათ დამაგრებული. ამ ჟესტით საქართველოს ნაკრების წევრებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას დაღუპული ჯარისკაცის, პირველი კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ჯარისკაცებს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად პატარა ვიდეორგოლი გადაეღოთ. ეს სურვილი მას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა გარდაცვალების შემდეგ შეუსრულეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან