19:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 13:00:31, 626 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე და „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ისინი დაკითხვაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პოლიციამ ფიტნეს კლუბი იძულებით დალუქა.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ მას იმ ფართში, რომელიც საცხოვრებლად დაიქირავა.

„ჩემივე ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს, ფანტელები, ტრენაჟორები ძაფებით დააბეს და დალუქეს. საბოლოო ჯამში აღარ შემიშვეს და საპატიო ყარაული დატოვეს. 6 პოლიციელი, რომელიც მთელი ღამე იცავდა სავარჯიშო დარბაზს. ჩემი მოთხოვნა იქნება ის, რომ შემიშვან, რათა ვაპირებ, რომ აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ. თუ მათ აქვთ პრობლემა რომელიმე შპს-სთან, გაარკვიონ მასთან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ფიტნეს კლუბი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ ფართად იქირავა, პოლიციამ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ იძულებით დალუქა. მათივე ცნობით,  დალუქვის მიზეზი გახდა ის, რომ ფიტნესკლუბი არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics