2020-11-20 13:38:27, 574 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, პოლიტიკურად კი უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება
„მინდა შევაფასო ის დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება ე.წ. სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით. მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, პოლიტიკურად კი უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვერავინ შეძლებს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების შელახვას", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. ,,სირცხვილის დერეფნებთან" დაკავშირებით განაცხადა.
„თითოეულ ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე რეგიონში და ყველამ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),