|
2015-01-29 13:40:12, 1592 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთი სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს
„თურული მხარე სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ, თურქეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნოდარ ხადურმა თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრ ნურეტინ ჩანილიკის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში განახორციელა. ჩვენ ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი დაიწყო სწორედ იმ საკითხით, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთის მთავრობის და ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი და ასევე აღგვითქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს და დაგვეხმარება იმაში, რომ თურქეთის მოქალაქეებმა ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ დაარღვიონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, საბაჟოს რეორგანიზაციის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს. „ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია საბაჟოების განვითარება. თურქეთი იწყებს სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას, თურქეთის მხრიდან კარწახის საბაჟოს მშენებლობა სრულდება, რადგან ქართული მხრიდან უკვე დასრულებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონმა ნურეტინ ჩანილიკიმ ხასგასმით თქვა, რომ პრობლემები სარფის საბაჟოზე თურქული მხარის მხრიდან იყო გამოწვეული და პირობა მოგვცა, რომ ძალიან მალე დაიწყება სარფის საბაჟოს რეორგანიზაცია. მან ასევე, გადმოგვცა გეგმაც და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ქართულ საბაჟოებზე რიგები აღარ იქნება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)