|
2015-09-24 18:00:21, 680 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)