06:41 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 17:17:23, 785 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: თელია სონერას მიერ მუშაობის სტრატეგიის შეცვლა, საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის მუშაობას არ შეეხება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, კომპანია "ჯეოსელი" ქართული ბაზრიდან არ გადის.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს თელია სონერას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ევრაზიულ ზონას ტოვებს და მუშაობის გაგრძელებას  ბალტიისპირეთის ქვეყნებში  აპირებს.
ხადურის თქმით, თელია სონერას მიერ მუშაობის სტრატეგიის შეცვლა, საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის მუშაობას არანაირად არ შეეხება.
""ჯეოსელი" არ გადის ქართული ბაზრიდან, თელია სონერა იცვლის თავის მუშაობის სტრატეგიას, მაგრამ ეს არანაირად არ შეეხება მობილური კავშირგაბმულობის მუშაობას საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანია ფუნქციონირებს, მის საქმიანობას ხელი არ ეშლება და არანაირი რაღაც სერიოზული გართულებები არ არის",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics