|
2020-11-05 15:18:56, 522 ნახვა
ეკონომიკა
COVID-19-ის კრიზისის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად „ბაზისბანკმა“ EFSE-სგან 4.2 მილიონი ევრო მოიზიდა
„ბაზისბანკმა“ EFSE-სთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეროპული ფონდი) ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 4.2 მილიონო ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. ბანკსა და ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა ფონდმა „ბაზისბანკს“ ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობას საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ახალი, 4.2 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესს COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ არამდგრად გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა „ბაზისბანკს“ საშუალებას აძლევს, საკრედიტო რესურსი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ქართული ბიზნესისთვის, რაც მცირე და საშუალო კომპანიების ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. წლიდან წლამდე ბაზისბანკის SME პორტფელი სტაბილურად მზარდია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)