04:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:33:04, 598 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - 10:00 საათის მონაცემებით, მცირე ინციდენტები იყო - ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტია

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი გაიმართა.

ნინო ცაციაშვილმა 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი. 

„როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება.

შესაბამისად ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება.

ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics