|
2020-10-31 09:08:26, 1389 ნახვა
მარნეულის საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა
პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ზურაბ ჭონიაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა. გიორგი მუმლაძის ინფორმაციით ხსენებული პირი საკრებულოს წევრია და მასზე ძალადობის მცდელობა 29 ოქტომბერსაც ჰქონდა. „ზურაბ ჭონიაშვილმა ჩემზე ზეწოლა განახორციელა, ეს ადამიანი გახლავთ ქართული ოცნების წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი. მეუბნებოდა „გადი თორე არვიცი რას გიზამო“, ეს არის გაგრძელება იმის, რაც მოხდა 29 ოქტომბერს, პოლიციელების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“, - აღნიშნავს გიორგი მუმლაძე. მისივე თქმით, ზურაბ ჭონიაშვილი უბნებოდა შემდეგს, „ეხლავე გაყარე ეს ტელევიზიები აქედან“. „მე რა უფლება მაქვს მედიის წარმომადგენლები საიდანმე გავყარო, ეს ადამიანი, ასევე ემუქრებოდა ჯეიჰუნ მუჰამედალისაც , სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე ყოფნას უკრძალავენ“, - აცხადებს პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)