04:50 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 16:33:28, 660 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი აუცილებლად გამყარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება.

მისივე განმარტებით, ლარის კურსზე მოქმედი ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს და ლარის გამყარებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს.

"ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში, აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, სადაც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე, იყო განხილული ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოვრებაში რეალობად გადაიქცეს,“-განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics