12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 14:23:05, 612 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი აზერბაიჯანში სამხედრო ძალის გაგზავნის მზადყოფნას გამოთქვამს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფულატ ოკტაის თქმით, ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში დაეხმაროს.

პოლიტიკოსმე განცხადება თურქული ტელეარხის CNN Turk-ის ეთერში გააკეთა.

"ჩვენმა პრეზიდენტმა ეს კონფლიქტის პირველ დღეს განაცხადა. თურქეთი არ ყოყმანობს, ჩვენი პრეზიდენტი არ ყოყმანობს",-თქვა ოქტაიმა.

თურქეთს მთიან ყარაბაღის დაპირისპირებაში მონაწილეობაზე სომხეთიც აცხადებს.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარას მიზანი კასპიის ზღვის ენერგეტიკულ წყაროებზე კონტროლის აღებაა.

1991 წელს მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანისგან გამოერთება სცადა, ამან ქვეყნის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყება განაპირობა.

1994 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პაქტს ხელი მოაწერეს.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონფლიქტი კვლავ განახლდა, ის ახლაც გრძელდება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics