14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 10:23:28, 901 ნახვა

რეგიონი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა  სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით,  7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი,  დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში,  ახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics