09:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 14:49:46, 552 ნახვა

ეკონომიკა
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული

4 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1,747.4 ტონა), იტალიაში (922.1 ტონა), ჩეხეთში (338 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (160.7 ტონა), საფრანგეთში (147 ტონა), საბერძნეთში (74.7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა) და ესტონეთში (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (325.7 ტონა), ბულგარეთი (154.2 ტონა), ბელარუსი (124 ტონა), უკრაინა (94.4 ტონა), ბრაზილია (88 ტონა), მექსიკა (53 ტონა), კანადა (45 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა),  მონტენეგრო (22 ტონა) და აშშ-ი (19 ტონა).

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics