|
2020-09-28 13:20:02, 668 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში 200-მდე სამხედრო დაშავდა
აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის 200-მდე სამხედრო დაშავდა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულების ნაწილი ერევანშია გადაყვანილი. ერევანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ შეძლო პოზიციების გაუმჯობესება. „მტერი არ დაწყნარებულა, ზოგან გააგრძელა კონტრშეტევები, რომლებიც ჩვენ ჩავახშეთ. დილით ადრე, საარტილერიო საშუალებების, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები. ამჟამად ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირულ, შეუპოვარ ბრძოლებში არიან ჩართული“, – განაცხადა არწრუნ ჰოვანისიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)