04:45 - 26 Jun, 2026
|
2020-09-23 14:15:23, 880 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, - ამის შესახებ სპუტნიკ ბელარუსი წერს. როგორც გამოცემა იუწყება, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსებიც. ინაუგურაციის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსმა არა უბრალოდ პრეზიდენტი აირჩია, არამედ მშვიდობიანი ცხოვრება და სუვერენიტეტი. შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა და ამ დღიდან მოყოლებული, ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო აქციები, რადგან საზოგადოების ნაწილი არ ცნობს ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობას და მის გადადგომას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)