15:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 09:26:52, 616 ნახვა

საზოგადოება
დანელია: რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა, ამიტომ ყურძნის ფასზე განგაში ძალიან ნაადრევია

რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა, ამიტომ ყურძნის ფასთან დაკავშირებით განგაში ძალიან ნაადრევია, -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ზოგ ქარხანაში 1 ლარიც ფიქსირდება.

„რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 8 000 ტონამდე ყურძენია ჩაბარებული. ველოდებით 130 ათას ტონას და უკვე ვაპროტესტებთ ფასს, რომელიც არ ვიცით რა იქნება. სახელმწიფო ფასი არ არის ათვლის წერტილი. სახელმწიფო ფასი არის ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ ვეღარ მიიღებენ ქარხნები, არსებული მდგომარეობის გამო ყურძენს. ჩვენ მზად ვართ გლეხმა არ იზარალოს და ხელი გავუმართოთ, მაგრამ ჯერ საბაზრო ფასები არ დაფიქსირებულა. ამიტომ ძალიან ნაადრევია ეს განგაში. გვაქვს ბაზა, სადაც ვაკვირდებით რთველის მიმდინარეობას და გეტყვით, რომ 70 თეთრზე მაღალი ფასებიც არის დაფიქსირებული, 1 ლარამდეც არის დაფიქსირებული. რატომ ვქმნით ისეთ სურათს, თითქოს პრობლემაა, როცა ჯერ ეს პრობლემა არ დამდგარა“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, რთველის საორგანიზაციო შტაბის ვებგვერდზე 78 ქარხანაა დარეგისტრირებული, რომელთაც ყურძნის მიღების სურვილი აქვთ.

„ყველა ამბობს, რომ მინიმალურ ფას 70 თეთრს აბსოლუტურად ყველა გადაიხდის, გამომდინარე ყურძნის კონდიციიდან“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics