19:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 12:02:31, 956 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი - ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის,  ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთა საუბრისას აღნიშნა, შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმეები გამოძიებას მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

„რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტებს, ზოგადად, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული. ასევე, ამირხანაშვილის, ბრეგვაძის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტზეა საუბარი და არის დაუშვებელი მტკიცებულებები.

შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics