14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 16:04:39, 602 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან იუსტიციის სახლს აფხაზურენოვანი გვერდი შეემატა

დღეიდან იუსტიციის სახლს  აფხაზურენოვანი გვერდი შეემატა,-ამის შესახებ საქართველოს იუტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მომავალში აფხაზურენოვანი გვერდი იუსიტიციის სამინისტროს ვებგვერდსაც  შეემატება.
"დღეიდან იუსტიციის სახლს შეემატა აფხაზურენოვანი გვერდი. ეს არის ის ვებგვერდი აფხაზურ ენაზე, რომლის წყალობითაც ჩვენი დები და ძმები აფხაზეთში და ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არ არიან საოკუპაციო ზოლს მიღმა, არამედ აქეთაც ცხოვრობენ, ეს ვებგვერდი ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს.იმათ, ვინც იქით დარჩნენ და იმათ, ვინც აქეთ არიან და  ვისაც სჭირდება, რომ დოკუმენტები გქვონდეს ხელმისაწვდომი და იცოდეს, როგორ უნდა გადადგას ესა თუ ის პროცედურული ნაბიჯი, რომ მიიღოს  სახელმწიფო მომსახურება. ეს არის კარგი სიახლე,მინდა ყველას მოგილოცოთ, რადგან ადამიანის უფლებებში ისიც  იგულისხმება, რომ სერვისები იყოს ხელმისაწვდომი  ადამიანისთვის გასაგებ ენაზე. ეს არის აფხაზეთში ქართულთან ერთად  აფხაზური ენა და ჩვენ მომავალში უკვე იუსტიციის სამინისტროს  ვებგვერდსაც ვაქცევთ აფხაზურ ენაზე",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics